ყირიმს სომხეთთან პირდაპირი რეისით დააკავშირებენ

ყირიმს და სომხეთს პირდაპირი რეისები დააკავშირებენ, – ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ყირიმის ტრანსპორტის მინისტრის ანატოლი ცურკინის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
მინისტრის თქმით, ავიაკომპანია „გროზნი ავია“ მარშრუტით სიმფეროპოლ-ერევანი ფრენებს 16 ნოემბრიდან დაიწყებს. „ბილეთების გაყიდვა დაიწყო. პირველი ბილეთები უკვე გაყიდულია“, – აღნიშნა ცურკინმა. მან ასევე განაცხადა, რომ ფრენები კვირაში ერთხელ, კვირა დღეს განხორციელდება. სიმფეროპოლიდან გაფრენა ადგილობრივი დროით 9.00 საათზეა დაგეგმილი.
ცნობისთვის, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ეს უკვე მეორე პირდაპირი რეისია. მანამდე ფრენები სიმფეროპოლსა და სტამბოლს შორის დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები