მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ოტავაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ შურისძიებაა

კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა ინციდენტს ოტავაში, რომლის შედეგად ერთ-ერთი სამხედრო დაიღუპა, ტერაქტი უწოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ოქტომბერს, უცნობმა პირმა სამხედრო მემორიალთან, შემდეგ კი პარლამენტის შენობაში ცეცხლი გახსნა. უცნობი პირი განადგურებულია. კანადური პრესის ცნობით, ცეცხლი ოტავაში 32 წლის კვებეკის მკვიდრი მიშელ ჯოზეფ ჰოლი აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ მან ისლამი მიიღო და გვარი შეიცვალა. ბოლო დროის მანძილზე ის 5-ჯერ იყო დაკავებული – ძირითადად, ნარკოტიკების შენახვის გამო.
კანადური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მტკიცებით, ინციდენტი ოტავაში – „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ შურისძიებაა.
შეგახსენებთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ პირდაპირი მუქარით არა მარტო კანადის ხელისუფლების, არამედ რიგითი მოქალაქეების მიმართ გამოდიოდა. „უსაფრთხოდ თავს საკუთარ სახლებშიც კი ვერ იგრძნობთ“, – ასეთი განცხადება „ბოევიკებმა“ სექტემბრის ბოლოს გაავრცელეს. შესაძლოა, ეს ისლამისტებზე ავიადარტყმის გამო კანადის მიერ აშშ-ს მხარდაჭერისთვის “ისლამური სახელმწიფოს” შურისძიებაა, – წერს კანადური პრესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები