მოხეში დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო დღეს გაიმართება

სოფელ მოხეში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული 14 ახალგაზრდის სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.
ახალციხის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გვიან ღამემდე გაგრძლედა მუსლიმი მოსახლეობის საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი პროტესტს განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ სოფლის ცენტრში არსებული შენობის გამო დაპირისპირება მოხეში გუშინ მოხდა. შენობაში, რომელშიც ადგილობრივ მუსლიმთა მონაყოლის მიხედვით, წლების წინ მეჩეთი ფუნქციონირებდა, ახლა ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება.
ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შენობასთან სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. მშენებლების შეჩერება მუსლიმებმა რამდენჯერმე სცადეს, რაც მალე სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები