რუსეთში ვნუკოვოს აეროპორტის თანამშრომლები დააკავეს

რუსეთში თვითმფრინავ „ფალკონ-50“-ის კატასტროფის საქმეზე ვნუკოვოს აეროპორტის 4 თანამშრომელი დააკავეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა აეროპორტის წამყვანი ინჟინერი ვლადიმერ ლედენევი, რომელიც თოვლის გაწმენდის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ფრენების ხელმძღვანელი რომან დუნაევი, დისპეტჩერი ალექსანდრე კრუგლოვი და სტაჟიორი დისპეტჩერი სვეტლანა კრივსუნი.
„გამოძიების მოსაზრებით, აღნიშნულმა პირებმა ფრენების და სახმელეთო სამუშაოების უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულება ვერ უზრუნველყვეს, რამაც ტრაგედია გამოიწვია. დაკავებულების ეჭვმიტანილების სახით დაკითხეს“, – განაცხადეს საგამოძიებო კომიტეტში.
შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 23:57 საათზე ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავი „ფალკონ-300“, რომელიც პარიზში უნდა გაფრენილიყო, სპეცტექნიკის მანქანას დაეჯახა და დაიწვა. დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის კონცერნ „Total“-ის ხელმძღვანელი კრისტოფ დე მარჟერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები