62-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე საველე წვრთნები დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დაასრულა.
თავდაცვის სამინისტროა ინფორმაციით, დასკვნითი სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასწავლო სასროლეთზე ჩატარდა.
“62-ე საარტილერიო ბატალიონმა სამანევრო ქვედანაყოფების საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო რეიდი განახორციელა.
საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო”, – წერია ინფორმაციაში.