საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის ინიციატივითა და პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის ინიციატივითა და პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით – ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე, კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

“კულტურის მუშაკებს ყოველთვის სჭირდებათ ხელშეწყობა, მოტივაციის ამაღლება და ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც არასდროს ყრიან ფარ-ხმალს და ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას.

მადლობა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თითოეულ გმირს. კულტურა სიყვარულის მსახურებაა და ვფიქრობ, რომ დღეს ამ სიყვარულისთვის მადლიერების გამოხატვა მცირედით მაინც შევძელით”, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები