ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1979 წელს დაბადებული ს.ჯ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსჯავრდებული ს.ჯ. უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ, კომერციული თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები