გამოკითხვის დროს ბაჩო ახალაია შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს
გამოკითხვის დროს ბაჩო ახალაია შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალაია უკვე თითქმის ოთხი საათია იმყოფება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, უწყებაში, მოწმის სახით, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. მოხდება მისი ხმის ნიმუშის აღებაც, იმისთვის, რომ დადგინდეს გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა.