გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, 11-12 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრ კონგრატბაი შარიპოვთან, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მინისტრ ეზაზხონ კარიმოვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვთან.
შეხვედრების მთავარი თემა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება იქნება.
გივი მიქანაძე უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია.