საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 1 055 095 ვიზიტორი ეწვია, რაც, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ფიქსირდება შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე: მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი.
ვიზიტორთა შორის 43% ადგილობრივი, ხოლო 57% უცხოელი ტურისტია.
უცხოელი ვიზიტორების ტოპ ხუთეულს წარმოადგენს ქვეყნები: ინდოეთი, რუსეთი, პოლონეთი, ისრაელი და ბელარუსი.