ნაზარბაევის პასუხი პუტინს – ყაზახეთი შემდეგ წელს სახელმწიფოებრიობის 550 წლის იუბილეს აღნიშნავს

ყაზახეთში მომავალ წელს სახელმწიფოებრიობის 550 წელი საზეიმოდ აღინიშნება, – ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა.
„კერეიმ და ჟანიბეკმა პირველი სახანო 1465 წელს შექმნეს და ყაზახების სახელმწიფოებრიობა იმ დროიდან არსებობს“, – განაცხადა ნაზარბაევმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2014 წლის აგვისტოს ბოლოს, ახალგაზრდულ ფორუმ „სელიგერი“-ზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ნაზარბაევი უნიკალური შემოქმედია, შექმნა სახელმწიფო იქ, სადაც ის არასოდეს არსებობდა.
როგორც უცხოური მედია წერს, ყაზახეთის 550 წლოვანი იუბილეს აღნიშვნა, ნაზარბაევის კონტრ-ნაბიჯია ვლადიმერ პუტინის გამონათქვამისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები