ელვის პრესლის პირველი ფოტოგრაფი და მეგობარი ალფრედ ვერტჰაიმერი გარდაიცვალა

ელვის პრესლის პირველი ფოტოგრაფი ალფრედ ვერტჰაიმერი ნიუ-იორკში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ვაშინგტონის გალერეა „Govinda Gallery“-ის დირექტორმა კრის მიურეიმ გაახმაურა.
ელვის პრესლის ქვრივმა პრისცილა პრესლიმ განაცხადა, რომ „ვერტჰაიმერის დარად ელვისი არცერთ ფოტოგრაფს თავისთან ახლოს არ უშვებდა. ყველასთვის, ვინც მას იცნობდა, განსაკუთრებით ელვის პრესლისთვის, ის ძალზე ახლობელი ადამიანი და ძვირფასი მეგობარი იყო“.
ვერტჰაიმერმა და პრესლიმ ერთმანეთი 1956 წელს გაიცნეს, როდესაც ფოტოგრაფმა ნიუ-იორკის ხმისჩამწერი კომპანია „RCA Victor Records“-სგან ახალგაზრდა მემფისელი მომღერლის სარეკლამო გადაღებების შეკვეთა მიიღო. ვერტჰაიმერმა მაშინ ამომავალი ვარსკვლავის 3 800 ფოტო შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები