ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ყირგიზეთის ენერგეტიკის რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის სასწავლო კურსი ჩატარდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსური რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის რეგულირების საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა.
სასწავლო კურსის ფარგლებში, ყირგიზეთის რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები სატარიფო რეგულირებისა და მეთოდოლოგიების, ელექტროენერგეტიკის ბაზრის სტრუქტურისა და ტექნიკური რეგულირების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საკნონმდებლო ბაზის ჰარმონიზების საკითხებზე. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ მარეგულირებელი აუდიტის პრინციპებსა და მნიშვნელობას. ტრენინგები ჩაატარეს სემეკის თანამშრომლებმა, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია.
2-დღიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ხელი შეეწყოს ენერგეტიკის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერებისა და ენერგეტიკის სექტრში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. დღემდე, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში 4000-მდე პირი გადამზადდა.