ოტავის პარლამენტის შენობაში დაცვის წევრი მოკლეს

ოტავის პარლამენტის შენობაში სროლის შედეგად პოლიციელი გარდაიცვალა. ის მემორიალთან საპატიო ყარაულში იდგა. ამის შესახებ განცხადება კანადის დასაქმების მინისტრმა ჯეისონ კენიმ გაავრცელა.
დაჭრილია პარლამენტის კიდევ ერთი დაცვის წევრი. პარლამენტის გარდა ისროდნენ სავაჭრო ცენტრ „რიდოში“, რომელიც კანადის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ორ სამხედროს მანქანა დაეჯახა. ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. თავდამსხმელი „ისლამისტ ბოევიკებთან“ კავშირში იყო ეჭვმიტანილი. ამჟამად იგი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები