ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლამდე კაცი დაჭრეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში 70 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ზემო ხოდაშენში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. მას დაზიანება მუცლის არეში აქვს მიღებული.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამ ეტაპზე ,უცნობია.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები