უცნობმა პირმა კანადის პარლამენტში ცეცხლი გახსნა

უცნობმა პირმა კანადის დედაქალაქ ოტავაში, პარლამენტის გვერდით სამხედრო ეროვნულ მემორიალთან ცეცხლი გახსნა, – წერს „ბი- ბი- სი“. გამოცემის ცნობით, შემდეგ უცნობი მამაკაცი პარლამენტის შენობაში შევიდა და იქ 30-ჯერ გაისროლა.
დამნაშავე გაუვნებელყოფილია. დაჭრილია 1 სამხედრო, – წერს კანადური პრესა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა პარლამენტის შენობა დატოვა და უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე კანადის ხელისუფლებამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონეს გადახედა და „დაბალი“ ნიშნულიდან „საშუალოზე“ შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები