აშშ-ში სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა(ფოტო,ვიდეო)

კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში ვერტმფრენი ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ბორტზე მყოფი პილოტი, ექთანი და პარამედიკოსი კრიტიკულ მდგომარეობაში, ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ვერტმფრენის ქვეშ მოქცეული ერთი მგზავრი მშვიდობიანმა მოქალაქეებმა გადაარჩინეს, რომლებმაც ვერტმფრენი ასწიეს.

შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები