ისრაელის სამხედროებს ეგვიპტიდან ცეცხლი გაუხსნეს. 2 ადამიანი დაჭრილია

ეგვიპტედან, სინაის ნახევარკუნძულიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ისრაელის 2 სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა.
ინციდენტი ისრაელისა და ეგვიპტის 240-კილომეტრიანი საზღვრის ცენტრალურ მონაკვეთზე მოხდა.
„ბი -ბი- სის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროები ვერტმფრენით ბეერ-შევეს ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები