ჰონგ-კონგში ქალაქის ხელმძღვანელის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ჰონგ-კონგში პროტესტანტები ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლიან ჩჟენიინის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგში დემოკრატიული რეფორმების შესახებ ჩჟენიინის გამონათქვამებით არიან უკმაყოფილნი, – წერს „ბი-ბი-სი“. „ბი-ბი-სის“ ცნობით, აქციაზე დაახლოებით 200 ადამიანია შეკრებილი. ისინი აღშფოთებულები არიან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რომ სრულად დემოკრატიული არჩევნები პოპულიზმს გამოიწვევს, რადგან ნაკლებად უზრუნველყოფილი ამომრჩევლები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, პოლიტიკურ პროცესში დომინანტის როლს ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში 3 კვირაა მიმდინარეობს. შედეგად, ქალაქის საქმიანი კვარტალი პრაქტიკულად პარალიზებულია.