სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი „შავი ყუთების“ და ვიდეოკამერების მასალას ეცნობა

ვნუკოვოს აეროპორტში დამწვარი თვითმფრინავის „შავი ყუთებიდან“ ამოღებული მასალის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტში განაცხადეს.
სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, დღეს საგამოძიებო კომიტეტის სპეციალისტების თანდასწრებით ინფორმაციის მდგომარეობის შეფასება და მასალის კოპირება მოხდა. საავიაციო კომიტეტში იმედოვნებენ, რომ დაკოპირებული მასალის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იქნება იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება. გარდა ამისა, საავიაციო კომიტეტში განაცხადეს, რომ მათი მიზანი არა დამნაშავის დადგენა, არამედ ობიექტური გამოძიებაა.
შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 23:57 საათზე ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავი „ფალკონ-300“, რომელიც პარიზში უნდა გაფრენილიყო, სპეცტექნიკის მანქანას დაეჯახა და დაიწვა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის – კონცერნ „Total“-ის ხელმძღვანელი კრისტოფ დე მარჟერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები