ფხენიანმა ამერიკელი ჯეფრი ფოულის გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტის პირველი თავმჯდომარის კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებით, აშშ-ს მოქალაქე ჯეფრი ფოული გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო საგენტო ავრცელებს. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კიმ ჩენ ინმა „პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხრიდან არაერთი თხოვნა“ გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, რომ ფოული „მიუღებელი საქციელის“ გამო იყო დაკავებული. „აშშ-ის მოქალაქემ, რომელიც კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში 29 აპრილს ტურისტად ჩამოვიდა, ჩვენი ქვეყნის კანონის დამრღვევი ქმედებები განახორციელა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები