„კარს მოგვადგა არჩევნები და კვლავაც იმ შინაარსის დოკუმენტის მიღებას ცდილობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც არის დაცლილი ყოველგვარი სიმართლისგან” – მათიკაშვილი

„კარს არის მომდგარი არჩევნები და კვლავაც იმ შინაარსის დოკუმენტის მიღებას ცდილობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი ყოველგვარი სიმართლისგან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, “რომ ჩაიკითხოთ ეს დოკუმენტი, ნახავთ, რომ, ფაქტობრივად, არ არის 2-3 წინადადება, რომ არ იყოს 4-5 არასწორი ინფორმაცია, დეზინფორმაცია და ტყუილი ჩაწერილი”.

“ამიტომაც ბუნებრივია, რომ ეს ზეწოლა და ბულინგი, ეს ძალმომრეობა ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს საზოგადოებაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, სად არის სიმართლე. ხალხმა არაჩვეულებრივად იცის, რას აკეთებს ხელისუფლება ჩვენი საზოგადოების დასაცავად”, – აცხადებს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის განხილვისთვის ემზადებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები