დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: მათთვის სისხლის სამართლის წესების გვერდის ავლით მოქმედება არის ჩვეულებრივი მოვლენა

“ოპოზიციისთვის სისხლის სამართლის წესების გვერდის ავლით მოქმედება არის ჩვეულებრივი მოვლენა,”- ამის შესახებ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბრისთვის ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„მათთვის ძალადობა, კონსტიტუციის დარღვევა, სისხლის სამართლის წესებისა და დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლით, ბულინგით, სისხლით, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით მოქმედება არის ჩვეულებრივი მოვლენა და სამწუხაროდ, ამ მათთვის ამ ჩვეულებრივ მოვლენას სიჩუმით ეგებება ევრო ბიუროკრატია. ყველა, ვინც შეეცდება ქვეყანაზე, ქვეყნის მოსახლეობაზე, მათი არჩევანის უფლებაზე ხელი აწიოს და განახორციელოს ძალადობა, აუცილებლად, ყველა მიზეზგარეშე, მიიღებს ადეკვატურ, სამართლიან და საკმაოდ მკაცრ პასუხს სახელმწიფოსგან”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები