წილოსანი – PACE-ზე: იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრები მუდმივად ირღვევა რუსეთის მხრიდან და მცდელობები, სხვა ქვეყნებში ჩაერიონ, წარუმატებლად მიმდინარეობს, გასაკვირია, რაზე დებატობენ

“რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში, არ არიან დამოუკიდებელი სუბიექტები – ისინი არიან იმ ერთი დიდი გლობალური ომის პარტიის ნაწილი, რომელიც ყველა ძალას ხმარობს, რომ საქართველო 2022 წლიდან მოყოლებული ყოფილიყო საომარი ველი, ახლა კი იყოს არეულობის პლატფორმა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით ის რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა, რომელსაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარადგენენ.

„იმის ფონზე, რომ ჯამურად ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 0%-ს მიახლოებულია, იმის პარალელურად, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების საზღვრები მუდმივად ირღვევა რუსეთის მხრიდან, იმის პარალელურად, რომ მათი მცდელობები, რამენაირად სხვა ქვეყნებში ჩაერიონ და გარკვეულწილად დააზიანონ, წარუმატებლად მიმდინარეობს – გასაკვირია, თუ რაზე დებატობენ და რა რეზოლუციის მიღებას აპირებენ ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში, არ არიან დამოუკიდებელი სუბიექტები – ისინი არიან იმ ერთი დიდი გლობალური ომის პარტიის ნაწილი, რომელიც ყველა ძალას ხმარობს, რომ საქართველო 2022 წლიდან მოყოლებული ყოფილიყო საომარი ველი, ახლა კი იყოს არეულობის პლატფორმა. სწორედ ამ არეულობას მიემართება მათი სურვილი, რომ ყველა არჩევნების წინ რაღაცნაირად გაამწვავონ – დებატები იქნება თუ განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ქართველ ხალხზე არ მუშაობს. ბრძენი ქართველი ხალხი მათი დახმარების გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები