“საფრანგეთში, ბელგიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში ახლა უკვე ხდება ის, რომ უცხოური გავლენისგან დაცვისთვის იღებენ კანონს” – გურამ მაჭარაშვილი

“ორმაგი სტანდარტი იმაში მდგომარეობს, რომ, თურმე, აქაური “ენჯეოები” უნდა დაფინანსდნენ ისე, რომ საქართველოს მოქალაქემ არ იცოდეს, საიდან ფინანსდება და რისთვის; ხოლო უცხოეთში როდესაც ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო სექტორი, იქ სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“საფრანგეთში, ბელგიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში ახლა უკვე ხდება ის, რომ უცხოური გავლენისგან დაცვისთვის იღებენ კანონს, რაც მართალია, მაგრამ ორმაგი სტანდარტი იმაში მდგომარეობს, რომ თურმე, აქაური “ენჯეოები” უნდა დაფინანსდნენ ისე, რომ საქართველოს მოქალაქემ არ იცოდეს, საიდან ფინანსდება და რისთვის; ხოლო უცხოეთში როდესაც ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო სექტორი, იქ სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

ეს ორმაგი სტანდარტი ზუსტად დაინახა ქართულმა საზოგადოებამ და ამიტომაც დგას იმ პოზიციაზე, რაზეც დგას”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები