წყალდიდობამ და ძლიერმა წვიმამ უკრაინის ქალაქ ოდესაში 9 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი,- ამის შესახებ სამაშველო სამსახურებმა განაცხადეს.
ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა ღამით აღნიშნა, რომ ქალაქში შვიდი საათის განმავლობაში იმდენივე წვიმა მოვიდა, რამდენიც ორთვიან პერიოდში.
„ვერცერთი სადრენაჟე ქსელი ვერ გაუძლებს ასეთ დატვირთვას“, – დასძინა მან.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური და ეროვნული პოლიცია ჩართულნი არიან სამაშველო ოპერაციასა და აღდგენით სამუშაოებში.
საერთო ჯამში მაშველებმა 362 ადამიანის გადარჩენა და 227 სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია შეძლეს.