სულხან თამაზაშვილი ხულოს მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
სულხან თამაზაშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთად და ერთმანეთის გვერდში დგომით იქნება შესაძლებელი რეგიონის განვითარება, უკეთესი მომავლის შექმნა და მთის გაძლიერება.
„მთაში მცხოვრებ ხალხს განსაკუთრებულად უნდა გაგიფრთხილდეთ და ვიზრუნოთ თქვენზე. მთის გაძლიერება არის ჩვენთვის პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ ამ მიზნის მიღწევაში ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და მაქსიმუმს გააკეთებს. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს მაღალმთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით და მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ბევრ კარგს საქმეს გავაკეთებთ”, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ხულოს მუნიციპალიტეტში, მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართეს ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ.