სულხან თამაზაშვილი: აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებით დასრულდა – ვიზიტორების რაოდენობა მილიონ 200 ათასამდეა

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, საზღვაო ტურისტული სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მისი თქმით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, წინა წელთან შედარებით, შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

„საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებით დასრულდა, წინა წელთან შედარებით, ზაფხულის პერიოდში, შიდა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 10 პროცენტით და მილიონ 200 ათასამდეა. დარწმუნებული ვარ, შემოდგომა-ზამთრის სეზონიც ასეთივე წარმატებული იქნება,” – განაცხადა მთავრობის სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები