მადაგასკარის პრეზიდენტმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობა დაითხოვა

მადაგასკარის პრეზიდენტმა, ანდრი რაჯოელინამ განაცხადა, რომ მთავრობას დაითხოვს, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდების მიერ წყლისა და ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის გამო რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

„ჩვენ ვაღიარებთ და ბოდიშს ვიხდით, თუ მთავრობის წევრებმა არ შეასრულეს მათთვის დაკისრებული ამოცანები. მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო მოქმედი მთავრობის მანდატი და დავიწყო ახალი ეტაპი ქვეყნის განვითარებისთვის,“ – აღნიშნა რაჯოელინამ.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამცველმა კომისარმა დაგმო უსაფრთხოების ძალების მიერ არეულობის ჩასახშობად გამოყენებული ძალა და განაცხადა, რომ სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

მადაგასკარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გაეროს მონაცემები და განაცხადა, რომ ისინი „ჭორებს ან დეზინფორმაციას ეფუძნება“.

ახალი მთავრობის დანიშვნა პრეზიდენტის განკარგულებით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები