აშშ უცხოეთში წარმოებულ ფილმებს 100%-იან ტარიფს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში წარმოებულ ყველა ფილმზე 100%-იან ტარიფს დააწესებს.

ტრამპის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ამერიკული კინოს ინდუსტრიის გაძლიერებას და „ჰოლივუდის სამუშაო ადგილების დაბრუნებას აშშ-ში“.

„ჩვენი კინოინდუსტრია აშშ-დან სხვა ქვეყნებმა მოიპარეს, ისე როგორც „ბავშვს ტკბილეულს“ ჰპარავენ. განსაკუთრებით დაზარალდა კალიფორნია, თავისი სუსტი და არაკომპეტენტური გუბერნატორით. ასე რომ, ამ დაუსრულებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მე 100%-იან ტარიფებს დავაწესებ ყველა იმ ფილმზე, რომელიც აშშ-ის გარეთ იქნება წარმოებული. ჩვენ დავასრულებთ უსამართლო კონკურენციას. ამერიკელი მუშაკები და პროდიუსერები პირველ ადგილზე უნდა იყვნენ,“ – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც მედია აღნიშნავს, ტარიფების დაწესება ნიშნავს, რომ ყველა უცხოური ფილმი, რომელიც აშშ-ის ბაზარზე შევა, ორმაგ ფასად განბაჟდება, რამაც, ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს ჰოლივუდის გარეთ წარმოებული ფილმების რაოდენობა ამერიკულ ეკრანებზე.

ტარიფების ამოქმედება უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი, თუმცა დეტალები და კონკრეტული წესები ჯერ არ გასაჯაროებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები