„საქართველოს მელიორაცია“ სტიქიით გამოწვეულ სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, – აღნიშნულია „საქართველოს მელიორაცის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სოფლებში, რომლებიც მდინარეების ადიდების გამო დაიტბორა, სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მდინარის კალაპოტში მოქცევის, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანში ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

„გადაუღებელი წვიმის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში ადიდებული მდინარე შოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ ბალღოჯიანში მისასვლელ გზას საძირკველი გამოაცალა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდის და ადიდებული მდინარისგან დაზიანებული გზის საძირკვლის გამაგრება.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება“, – აცხადებენ „საქართველოს მელიორაციაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები