იაპონიის ხელისუფლებამ ქვეყანაში პუტინის ვიზიტი გააუქმა

იაპონიის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი გააუქმა. მიზეზი კი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ კონფქლიტში პროგრესული ნაბიჯების არარსებობა გახდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი იაპონიაში მომავალი წლისთვის გადაიდო.
ვლადიმერ პუტინის იაპონიაში ვიზიტი 2014 წლის თებერვალში სოჭში დაიგეგმა და მიმდინარე წლის შემოდგომით უნდა გამართულიყო.
შეგახსენებთ, რომ იაპონიამ რამდენიმე თვის წინ რუსეთს უკრაინის გამო სანქციები დაუწესა და 23 რუს მაღალჩინოსანს სავიზო აკრძალვები შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები