“30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში ძირითადად მოღრუბლული ამინდი და პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი” – მეტეოროლოგი

“30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე საქართველოში ძირითადად მოღრუბლული ამინდი და პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ჰაერი ისევ თბილი იქნება, თითქოს გაზაფხულია, მაგრამ სითბოში შემოპარული ნესტის სუნი მაინც გვაგრძნობინებს რომ შემოდგომაა…

3 ოქტომბრიდან – ისევ მზიანი დღეებია მოსალოდნელი, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.

მოსალოდნელი სამდღიანი გაავდრებისას არ დაგვავიწყდეს, ამინდი ყოველთვის იმაზე მეტს ლაპარაკობს, ვიდრე ჩვენ გვგონია.

წვიმის მოსვლა, მარტო ცის გადაწყვეტილება არ არის – ამას მიწაც გრძნობს, ჰაერიც და ადამიანიც…

და რაც მთავარია – ფრთხილად იყავით საკუთარ განწყობასთან, ზოგჯერ წვიმა ციდან მოდის, ზოგჯერ კი გულიდან”, – წერს მეტეოროლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები