საგარეჯოს სპორტული სკოლის ტერიტორიაზე, “ახალგაზრდული ფესტივალი” – ზაფხულის სეზონის დახურვა გაიმართა
საგარეჯოს სპორტული სკოლის ტერიტორიაზე, ღია საცურაო აუზთან ” ახალგაზრდული ფესტივალი” – ზაფხულის სეზონის დახურვა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ, ლელა ფანოზიშვილთან ერთად, სკოლის კურსდამთავრებული, სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტები და ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თეატრალური აქტივობები, ლაზერშოუ და თემატური ინსტალაციები. ღონისძიება DJ Harry – ის და Sofia Fymax-ის შოუ პროგრამით დასრულდა.