ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა მისი მერობის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის მიზნით, ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში 2013-2025 წლებში, მისი მერობის პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის მიზნით, ადგილობრივებთან შეხვედრა დღეს ქალაქ ჩხოროწყუში, ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში გამართა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
,,დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მერნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ვრცლად ისაუბრა.
დათო გოგუამ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში პატიოსნად, პროფესიონალურად, ღირსეულად ემსახურა ჩხოროწყუელებს და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ პირად და სამსახურეობრივ საქმიანობაში.
ანგარიშის პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სამსახურის, საზოგადოების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.