სულხან თამაზაშვილი: სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და პირდაპირ უკავშირდება, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სასოფლო სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, მიმდინარე წელს 7000-მდე ფერმერს თანადაფინანსებით საჭირო ტექნიკა გადაეცემა.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე მოსახლეობის კეთილდღეობას.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზარდა. თუ 2012 წელს ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი იყო, 2025 წელს უკვე 37 მილიონ ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტი პირდაპირ კავშირშია ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასთან. გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამების რაოდენობა კიდევ უფრო გაფართოვდება და ადგილობრივი ფერმერების შრომა მეტად დაფასდება. ფერმერებისა და მეწარმეების გაძლიერება ნიშნავს სოფლისა და რეგიონის გაძლიერებას, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, თქვენი დაუღალავი შრომითა და ჩვენი მხარდაჭერით, აჭარა სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ რეგიონად იქცევა ქვეყნის მასშტაბით,” – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ აგრარული სექტორის განვითარების გეგმების პრეზენტაცია წარადგინა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება, რომელთა მიზანი საოჯახო მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების გაძლიერება, მათი ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაფართოება და აგროსასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა.

ღონისძიებას, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები