შვედეთში უცხოური წყალქვეშა გემის საძიებო სამუშაოები შესაძლოა, გაიწელოს (ვიდეო)

შვედი სამხედროები აგრძელებენ მუშაობას იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ბალტიის ზღვაში აღმოჩენილი „უცნობი უცხოური წყალქვეშა გემის“ შედეგად მიიღეს. ამის შესახებ შვედეთის საზღვაო-სამხედრო ძალების მეთაურმა განაცხადა, – წერს „როიტერი“.
შეგახსენებთ, რომ წყალქვეშა ნავის საძიებო სამუშაოები პარასკევს, 17 ოქტომბერს დაიწყო. გემი ჯერ არ არის ამოცნობილი, თუმცა, „როიტერის“ ინფორმაციით, 80-იანი წლების მანძილზე შვედეთს საკუთარ წყლებში საბჭოთა კავშირის წყალქვეშა ნავი არაერთხელ აღმოუჩენია.
ადმირალ ანდერს გრენსტადის განცხადებით, ოპერაცია არა სამხედრო, არამედ საგამოძიებო ხასიათისაა, ამიტომ სამუშაობი შესაძლოა, გაიწელოს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gIRnoFHv_uM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები