კობანის ქურთებისთვის ჩამოგდებული იარაღი შესაძლოა, ისლამისტების ხელში მოხვდა (ვიდეო)

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვიდეომასალა, რომელზეც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ამერიკული იარაღით ხელში არიან გადაღებულები, სირიელი ქურთებისთვის იყო განკუთვნილი.
შეგასხენებთ, რომ ორშაბათს, 20 ოქტომბერს, ამერიკულმა საჰაერო ძალებმა მეამბოხეებს, რომლებიც ქალაქ კობანს „ისლამური სახელმწიფოსგან“ იცავენ, პარაშუტებზე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები და სხვა სამხედრო შეიარაღება ჩამოუგდეს. საერთო ჯამში, 27 კონტეინერი იყო ჩამოგდებული. პენტაგონის წარმომადგენლის, კონტრ-ადმირალის ჯონ კირბის თქმით, კონტეინერების უდიდესი ნაწილი დანიშნულებისამებრ ქურთ მეამბოხეებთან მოხვდა. თუმცა მოგვიანებით, აშშ-ს წარმომადგენელმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ 1 კონტეინერი „ბოევიკების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა. ოფიციალური პირის თქმით, მტრის ხელში რომ არ მოხვედრილიყო, კონტეინერი განადგურდა. ამ ინფორმაციის მიუხედავად, ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“, სავარაუდოდ, ამერიკელების მიერ ჩამოგდებული იარაღით ხელში არიან გადაღებულები. კონტრ-ადმირალ კირბის თქმით, ის ამ ვიდეოს სიზუსტეს ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=yOuPX6z50EM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები