დონეცკში რუსეთის რეგულარული ჯარი შევიდა

დონეცკში რუსეთის რეგულარული ჯარი გამოჩნდა. როგორც ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, დასახლებულ პუნქტში სპეცრაზმის და საპარაშუტო-სადესანტო ქვედანაყოფები ომსკიდან და კოსტრომიდან ჩავიდნენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ რუსი სამხედროები რაიონ სპარტაკის ერთ-ერთ საგუშაგოზე მსახურობენ. ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტ „უსპენსკის“ გავლით ბოლო დღეების მანძილზე რუსეთში დონბასის ტერიტორიიდან არაერთხელ გაიტანეს ჯავშანტექნიკის მაკეტები.
„გამორიცხული არ არის, რომ რუსული ტერორისტული ჯარები კიევის და საერთაშორისო ორგანიზაციების შეცდომაში შეყვანის მიზნით დონბასის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის ოპერაციას ატარებენ“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
გარდა ამისა, დიმიტრი ტიმჩუკის ცნობით, დონეცკის აეროპორტის მიდამოებში აქტიური შეტაკებების შედეგად ტერორისტების ბატალიონებს: „ოპლოტსა“ და „ვოსტოკს“ დიდი დანაკარგი ჰქონდათ. ამის შემდეგ აქტიურ ბრძოლებში მონაწილეობა მათ დროებით შეწყვიტეს.
„ახლა ამ ბანდფორმირებების შევსება რუსეთის ფედერაციიდან წამოსული რესურსის ხარჯზე ხდება“, – წერს ტიმჩუკი.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს როსტოვის ოლქში „წვრთნებში“ მონაწილე რუსული ჯარების გაყვანა დაავალა. ამით რუსულმა ჯარებმა თითქოსდა გადაწიეს უკრაინის საზღვრიდან, – წერს უკრაინული პრესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები