დათო კოდუა: რუხი არის მნიშვნელოვანი სოფელი, რომელიც არის ხიდი აფხაზ თანამოქალაქეებთან
მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, მოქალაქეებს კორცხელის, ჭკადუაშისა და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, სამივე სოფელში „ქართულ ოცნებას” ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჰყავს წარდგენილი. ჭკადუაშში – მარლენ ჯინჯოლავა, კორცხელში – ცოტნე ბულია და რუხში – გიორგი ჯანაშია.
„დღეს მოქალაქეებთან შეხვედრები, კორცხელში, ჭკადუაშსა და რუხში გავმართეთ. მიხარია, რომ სამივე სოფელში „ქართულ ოცნებას” ღირსეული კანდიდატები ჰყავს წარდგენილი მაჟორიტარ დეპუტატებად. ჭკადუაშში – მარლენ ჯინჯოლავა, კორცხელში – ცოტნე ბულია და რუხში – გიორგი ჯანაშია. სამივე სოფელში საკმაოდ ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული და რა თქმა უნდა, განვითარების ეს ტემპი უფრო გაიზრდება.”
დათო კოდუას თქმით, რუხი არის მნიშვნელოვანი სოფელი, რომელიც არის ხიდი აფხაზ თანამოქალაქეებთან და ამ სოფელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა:
„ქართული ოცნების” მმართველობისას რუხში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 გზას, მოეწყო გარე განათება, ხიდები, ნაპირსამაგრები, აშენდა 120 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი. აშენდა იუსტიციის სახლი, 3 ოჯახს აუშენდა საცხოვრებელი სახლები, მოხდა უფასო გაზიფიცირება.
„რუხი არის მნიშვნელოვანი სოფელი, რომელიც ფაქტობრივად არის ხიდი ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან, ამ სოფელს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. რუხში ჩვენი ხელისუფლების პირობებში განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. განვახორციელეთ 11 გზის რეაბილიტაციის პროექტი. რამდენიმე ქუჩაზე მოვაწყვეთ გარე განათება, ხიდები, ნაპირსამაგრები. ავაშენეთ 120 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად აღიჭურვება ახალი ინვენტარით.
რუხში ავაშენეთ იუსტიციის სახლი, რომელიც როგორ ადგილობრივებს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს ემსახურება. მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 3 ოჯახს ავუშენეთ ახალი სახლები, განვახორციელეთ თბილი ოთახის პროგრამა. მოხდა უფასო გაზიფიცირება.” მერობის კანდიდატმა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროექტი სრულიად რეგიონისთვის.
უმნიშვნელოვანესია რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროექტია სრულიად რეგიონისთვის. რუხში ავაშენეთ საფეხბურთო აკადემია, ასევე, მოეწყო ხანდაზმულთა ცენტრი. ამ სოფლის თითოეული მოსწავლის უმაღლეს სასწავლებელში სწავლას უზრუნველყოფს სახელმწიფო. მიმდინარეობს 9 აპრილის, იგივე საჭკადუოს უბანში გზის რეაბილიტაცია, ვიწყებთ დუტუ მეგრელის ქუჩაზე გზის სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვგეგმავთ გარე განათების მოწყობას. დაგეგმილი გვაქვს ერთობლივად გადავჭრათ რუხის ისტორიული ციხის რეაბილიტაციის საკითხი”- აღნიშნა დათო კოდუამ.
ასევე, სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა კორცხელსა და ჭკადუაშში.
„კორცხელში მოვაწყვეთ საავტომობილო გზა, გარე განათება, მოსაცდელები, ავაშენეთ სოციალური სახლი და პროექტ „თბილი ოთახის” ფარგლებში, განვახორციელეთ პროექტი. ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ მეწყერსაშიშ ზონაში გამაგრებითი სამუშაოების მხრივ, მეწყერი საფრთხეს უქმნიდა კორცხელის ისტორიულ ეკლესიას. ქობალიების უბანში მიმდინარეობს მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები.
ჭკადუაშში განვახორციელეთ ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მოვაწყვეთ გარე განათება, ხიდები და ხიდ-ბოგირები, ავაშენეთ 6 სოციალური სახლი და ვგეგმავთ 1 სახლის მშენებლობას, დავასრულეთ ქვედა სანაჭყებიოს უბანში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარეობს სამანიო, სანაჭყებიოს და ჯინჯოლავების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, განვახორციელეთ კრიტიკული აღმართების რეაბილიტაციის პროექტი, დავასრულეთ აღმაშენებლის ქუჩის გზის რეაბილიტაციის პროექტირება, ვგეგმავთ რუსთაველის ქუჩაზე გარე განათების მოწყობას.
ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ შევძელით. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა და საჭიროებაა – ჩვენ ერთობით ზუგდიდის მეტ განვითარებას შევძლებთ”- აღნიშნავს დათო კოდუა.