გიორგი ჩაკვეტაძე – ზელენსკიზე: იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც არის ომში, გაერო-ს ამ დიდ ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ გაავრცელოს დეზინფორმაცია

„იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც არის ომში, გაერო-ს ამ დიდ ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ გაავრცელოს დეზინფორმაცია,“ – ამის შესახებ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ უკრაინის პრეზიდენტის გაეროში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თუმცა, ამ ადამიანებისგან, კონკრეტულად ზელენსკის და მისი ჯგუფის მხრიდან მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი განცხადება მოგვისმენია. თუმცა, ქართული საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ამ განცხადებების შინაარსს”, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპაში. ადამიანის უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება იქ მხოლოდ მცირდება, ხოლო საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე, და მრავალი წლის განმავლობაში ბელარუსიც რუსეთზე დამოკიდებულებისკენ მიიწევდა. ევროპას არ შეუძლია მოლდოვის დაკარგვაც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები