ირაკლი კირცხალია – ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე: ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში

„ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში,”- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში. იცით ჩვენი განაცხადი და მიზანი, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში უნდა დაიდოს დამაჯერებელი გამარჯვება და ეს ნამდვილად ასე იქნება. თუკი იქნება მცდელობა, რაიმე სახის ესკალაციის და კანონდარღვევის, როგორც აქამდე, კარგად დაინახავენ ისინიც და მათი გარე პატრონები, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს, ჩვენი ქვეყნის ყველა ინსტიტუცია არის მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები