ირაკლი ზარქუა – ოპოზიციის მერ დაანონსებულ რევოლუციაზე: ეს არის ბოლო დაფინანსებული რევოლუციური სცენარი

„ეს არის ბოლო დაფინანსებული რევოლუციური სცენარი,”- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ რევოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეტყობა, ეს არის ბოლო დაფინანსებული რევოლუციური სცენარი. ძველი მთავრობის, „ნაცების“ ანასხლეტები გამოირჩევიან განცხადებებით, რომ თავი მოაწონონ ან მათ დამფინანსებელს ან მათ პატრონებს, რაღაც მკვეთრი განცხადება გააკეთონ – თურმე, პიკეტირება უნდა მოაწყონ ერთ ადგილას, მეორე ადგილი გადაკეტონ. ვის აშინებენ? ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები