რუსეთი უკრაინას 4 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს 385 აშშ დოლარიანი ტარიფით მიაწვდის

 

   რუსეთი მზადაა უკრაინას 4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, კუბური მეტრი 385 აშშ დოლარად მიაწოდოს. ეს ინფორმაცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გიუნტერ ეტინგერის ცნობაზე დაყრდნობით რუსულმა მედიამ გაავრცელა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უკრაინული „ნაფტოგაზი“ მზადაა რუსეთის წინაშე არსებული 3,1 მილიარდი დოლარის დავალიანება ორი ტრანშის სახით გადაიხადოს, რომელთაგან პირველი ოქტომბრის ბოლოს განხორციელდება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი, უკრაინა, ევროკავშირის სამმხრივი შეხვედრა, რომელზეც გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული დეტალები დაზუსტდება , 29 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები