თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს პროგრესს, ეს იქნება პასუხი ნებისმიერისთვის, მათ შორის, ზელენსკისთვის თუ სხვა, მტრულად განწყობილი ძალებისთვის ჩვენი ქვეყნისადმი, თუ სად ვართ ჩვენ და სად არიან ახლა ისინი

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს პროგრესს, ეს იქნება პასუხი ნებისმიერისთვის, მათ შორის, ზელენსკისთვის თუ სხვა, მტრულად განწყობილი ძალებისთვის ჩვენი ქვეყნისადმი, თუ სად ვართ ჩვენ და სად არიან ახლა ისინი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში წარმატებით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს – როგორც საზოგადოება ხედავს, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ეს ვიზიტი. გარდა პრეზიდენტისა, დელეგაციის წევრები არიან მინისტრები, მთავრობის წევრები, რომლებიც ასევე მართავენ ორმხრივ შეხვედრებს. ხვალ არის დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გენერალური ასამბლეის სხდომაზე. გაკეთდება კონკრეტულია აქცენტები, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი დატვირთვა.

მოგეხსენებათ, იქ არის საუბარი გაეროს სამ ძირითად პრიორიტეტზე, ეს არის: მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ადამიანის უფლებები. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს ამ სამივე საკითხზე და იმ პროგრესზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია უკანასკნელ პერიოდში ამ თვალსაზრისით. ცხადია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ დარჩება ყურადღების მიღმა.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს ამ სამ ძირითად პრიორიტეტთან მიმართებით და წარმოადგენს საქართველოს პროგრესს, ეს იქნება პასუხი ნებისმიერისთვის, მათ შორის ზელენსკისთვის თუ სხვა, მტრულად განწყობილი ძალებისთვის ჩვენი ქვეყნისადმი, თუ სად ვართ ჩვენ და სად არიან ახლა ისინი და თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, როდესაც სახელმწიფოში ხელისუფლება ასრულებს საზოგადოებრივ დაკვეთებს და ეროვნული დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული უმთავრეს პრიორიტეტად და ერთგვარ ქვაკუთხედად და, მეორე მხრივ, სად არიან ისინი, რომლებიც ბრმად ასრულებენ სხვადასხვა დაკვეთას და არიან ქცეული მარიონეტებად“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები