ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიდგომა – არც ერთი შტატი არ უნდა იყოს ჭარბი და თითოეული თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს საქმეს – 700 მლნ დაიზოგა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა პრაქტიკა და მათ შორის, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზეც
ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიდგომა – არც ერთი შტატი არ უნდა იყოს ჭარბი და თითოეული თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 700 მლნ დაიზოგა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა პრაქტიკა და მათ შორის, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზეც.
„რაც შეეხება პრივატიზაციის პრაქტიკას, სახელმწიფო საწარმოებს, 700 მლნ დაიზოგა მარტო სახელმწიფო საწარმოებში იმის ხარჯზე, რომ შეიცვალა პრაქტიკა და მათ შორის, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზეც. ეს არის ჩემი პირობა. შტატები დიდი ხნის წინ იყო გაბერილი. აქ ერთ პრემიერ-მინისტრს ვერ დავუკავშირებთ ამას. ხან იყო ობიექტური, ხან სუბიექტური მიზეზი, ამაშიც არ მინდა შევიდე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიდგომა – არც ერთი შტატი არ უნდა იყოს ჭარბი და თითოეული თანამშრომელი უნდა ემსახურებოდეს საქმეს. ეს არის ჩვენი მიდგომა. არც ერთი ზედმეტი შტატი, თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს სრულად დატვირთული”, – განაცხადა პრემიერმა.