ქუთაისში, სულიკო თორთლაძის სახელობის მე- 11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში, სულიკო თორთლაძის სახელობის მე- 11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას, ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით სრულად განახლდა კალათბურთის, მაგიდის ტენისისა და ჩოგბურთის დარბაზები, ასევე, მოწესრიგდა შენობის ფასადი, სახურავი, კეთილმოეწყო ეზო.

,,სკოლა 450 -მდე სპორტსმენზეა გათვლილი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 2 694 751 ლარით დაფინანსდა.
განახლებული სპორტული სკოლა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ზაზა ლომინაძემ, ვიქტორ სანიკიძემ და გივი ჭიჭინაძემ დაათვალიერეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები