6-გზის ოლიმპიურ ჩემპიონს შეყვარებულის მკვლელობისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
სამხრეთ აფრიკელ მორბენალს ოსკარ პისტორიუსს მკვლელობისათვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ინციდენტი 2013 წლის 14 თებერვალს მოხდა, როდესაც პისტორიუსმა თავისი შეყვარებული გოგონა რევა სტენკამპი მძარცველად მიიჩნია და ტუალეტის დახურულ კარს მიღმა რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შედეგად გოგონამ თავის, ხელის და მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიიღო.
გარდა ამ მკვლელობისა პისტორიუსს იარაღის უკანონოდ შენახვისათვის სამი წლით პირობითი პატიმრობაც მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ პისტორიუსი პარაოლიმპიური თამაშების ექვსგზის გამარჯვებულია, გარდა ამისა სრულფასოვან სპორტსმენთა შეჯიბრებებშიც წარმატებით ასპარეზობდა. მეგობარი გოგონას მკვლელობამ 25 წლის მისი სპორტული კარიერა ნაადრევად დაასრულა, ხოლო ხარჯების დასაფარად თავისი სახლის გაყიდვაც მოუხდა.