შალვა პაპუაშვილი – ხაჩიძის განცხადებაზე: ცუდი ტენდენციაა მომღერლების რადიკალიზაცია, ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი -არასერიოზულია და, რაც მთავარია თავიანთ თავებს წარმოაჩენენ არასერიოზულად

„რაღაც ცუდი ტენდენციაა მომღერლების რადიკალიზაცია, ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი. არასერიოზულია და, რაც მთავარია თავიანთ თავებს წარმოაჩენენ არასერიოზულად,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გოგა ხაჩიძის განცხადებაზე სამთავრობო შენობების პიკეტირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ. წავლენ სისხლზე, წავლენ ძალადობაზე, წავლენ ნგრევაზე და ჩვენ ეს ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როდესაც ეს მომღერალი ადამიანი იყო იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში, დღეს კი საღლიცინოდ აქვს საქმე.

2022 წელს, როდესაც ზუსტად ეს ადამიანები ითრევდნენ საქართველოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელ ომში, ეს ხალხი იდგა ზუსტად რუსთაველის გამზირზე და ითხოვდა, რომ საქართველო გამხდარიყო ამ ომის ნაწილი, გაგვეგზავნა მებრძოლები, შევსულიყავით ესკალაციაში. ამას ითხოვდნენ არა იმიტომ, რომ მათ ან უკრაინა ადარდებთ, ან საქართველო, მათ ადარდებთ ერთადერთი რამ – ძალაუფლება და ძალაუფლებისთვის გაწირავენ ყველას, ყველაფერს. ეს არის მთავარი, რასაც უნდა დავაკვირდეთ, რომ არ მივცეთ საშუალება რადიკალიზაცია და ძალადობა დათესონ ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები