გიორგი ვოლსკი – ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: ხაზგასმით შეხვედრა და თბილი ურთიერთობები გარკვეული პოლიტიკური დემარშის ხასიათს ატარებს და გულდასაწყვეტია

„ხაზგასმით შეხვედრა და თბილი ურთიერთობები გარკვეული პოლიტიკური დემარშის ხასიათს ატარებს და გულდასაწყვეტია,“ – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა

„საქართველო ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს – ხაზგასმით დადგე იმ ადამიანთან, ვინც ექსტრემისტულ საქმიანობაში და აქტივობებშია ჩართული. ეს პოლიტიკურ დემარშს უფრო ჰგავს. მესმის, განცხადება გააკეთო, რომ არჩევნებია და ექსტრემისტული აქტივობები არ შეიძლება, არც ასე მოქცევა, სისხლის ღვრა და შეიძლება შეხვდე ასე ნებისმიერს, მაგრამ ხაზგასმით შეხვედრა და თბილი ურთიერთობები გარკვეული პოლიტიკური დემარშის ხასიათს ატარებს და გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, პაველ ჰერჩინსკი ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი გზავნილების ავტორთან, აქტივისტ ანანო ცინციბაძესთან ერთად პროექტზე მუშაობას პრივილეგიად აფასებს, ხოლო თავდასხმას და დევნას უწოდებს ჟურნალისტის მცდელობასა და ვალდებულებას, მიიღოს პასუხი კითხვაზე, რომელიც „ქრონიკამ“ საელჩოში 2 კვირის წინ გაგზავნა, რეაგირება კი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები